პროექტი

სადოქტორო კვლევა – “ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის
ძირითადი მიმართულებები საქართველოს მაგალითზე”

პროექტის შესახებ

“ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის
ძირითადი მიმართულებები საქართველოს მაგალითზე” არის მარიამ შარიას სადისერტაციო თემა. ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის დოქტორანტურის სტუდენტი.

დისერტაციის ხელმძღვანელია პროფესორი იოსებ ხელაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მიზანი - კვლევის მიზანია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ღირებულებათა ჯაჭვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის რაციონალური და მდგრადი განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული და პრაქტიკულად მიღწევადი მიმართულებების გამოვლენა და შესაბამისი სივრცითი მოდელების შექმნა.
დისერტაციის სამეცნიერო სიახლე იქნება ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის ტიპიური სივრცითი მოდელების ფორმირება, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნის რესურსების რაციონალური გამოყენების პრინციპსა და მდგრადი განვითარების ღირებულებებზე.

კვლევითი პროექტი  [PHDF-21-4839] მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (SRNSFG).

Tourism Value Chain

სამეცნიერო აქტივობები

სადისერტაციო კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები წარმოჩინდა არა ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე:

  • 2022 – ISCONTOUR2022, International Student Conference in Tourism Research, Innsbruck, Austria
  • 2023 – Caucasus Mountain Forum, Kutaisi, Georgia
  • 2023 – From Theory to Applied Geography – GSG100, Tbilisi, Georgia
  • 2024 – Regional Transformation by Tourism Renovation and Reforms Triggered by Tourism: The Case of Georgia, Paris, France
გამომყევი
Copyright © 2024 Mariam Sharia