ბლოგი

რა არის ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვი?

ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვი ჰგავს გზამკვლევს,  რომელიც აჩვენებს ტურისტული გამოცდილების უზრუნველყოფის პროცესში ჩართულ ყველა საფეხურს. ის იწყება მოგზაურობის თავდაპირველი იდეიდან და გრძელდება ტურისტის სახლში დაბრუნებამდე. ჯაჭვის თითოეული რგოლი მოიცავს სხვადასხვა ბიზნესსა და მომსახურებას, როგორიცაა: ტრანსპორტი, განთავსება, რესტორნები და გიდები და სხვა. ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ანალიზის საფუძველზე, ბიზნესს შეუძლია დაინახოს, რა ადგილი უკავია ტურისტული გამოცდილების შექმნის დიდ სურათში.
DEVCO-სა და UNWTO-ს მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით (Marion, 2013), ტურიზმის ღირებულების ჯაჭვი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პროცესი, რომლის დროსაც კერძო სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, იყენებენ სპეციფიკურ რესურსებს ღირებულების შესაქმნელად სხვადასხვა პროცესების მეშვეობით. (პროდუქტის ან სერვისის წარმოება, დაგეგმვა, ფინანსები, მარკეტინგი, დისტრიბუცია, განვითარება, მენეჯმენტი და ა.შ.) და ყიდიან საბოლოო პროდუქტსა და მომსახურებას ტურისტებზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა?

ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვი არის კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც გვეხმარება გავიგოთ და გავაანალიზოთ თანმიმდევრული და ურთიერთდამოკიდებული პროცესები ჰოლისტიკური ტურისტული გამოცდილების მიწოდებისას.
ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ჯდება კომპლექსური ტურისტული გამოცდილების სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთთან. ჯაჭვის ყოველი ნაბიჯის გაანალიზებით, მოგზაურობის დაგეგმვიდან მოგზაურის სახლში დაბრუნებამდე, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ სფეროები, სადაც შეიძლება გაუმჯობესდეს საერთო ტურისტული გამოცდილება. ამგვარი ანალიზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას იძლევა გამარტივდეს ოპერაციები, რესურსები განაწილდეს უფრო ეფექტიანად და საბოლოოდ ტურიტებმა მიიღონ გაუმჯობესებული მომსახურება. გარდა ამისა, ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ტურიზმის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედება, რაც ხელს უწყობს მდგრადი ტურისტული პრაქტიკის განვითარებას, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ვიზიტორებს, ასევე მასპინძელ თემებს.
გამომყევით
Copyright © 2024 Mariam Sharia