შეიგრძენი ავთენტური გამოცდილება

ადგილობრივი პროდუქტები და ტრადიციები ვიზიტორებისთვის ქმნიან შესაძლებლობას დატკბნენ ავთენტური გემოვნებით და  შეიგრძნონ ადგილობრივი ატმოსფერო

სადაც ტრადიცია ხვდება თავგადასავალს: აღამოაჩინე ავთენტურობა

ტურისტული პრეფერენციების ცვლილება

ამ ცვლილებაზე გავლენა იქონია  ადრე შეუსწავლელი ადგილების აღმოჩენამ და სურვილმა, რომელიც უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ადგილობრივ ტრადიციებზე, ისტორიაზე, ღირებულებებსა და დესტინაციის უნიკალურ კულტურაზე.
ხალხი ახლა ეძებს რეგიონებს, რომლებიც ცნობილია ადგილობრივი წარმოების საკვებით, სადაც ეს კულინარიული შეთავაზებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დესტინაციის პოპულარიზაციასა და ტურისტების მოზიდვაში სხვადასხვა მიმართულებით.
 
Tourism Value Chain

საქართველო

საქართველო იზიდავს მოგზაურებს თავისი მრავალფეოროვანი კულტურით, ისტორიითა და ბუნებრივი სილამაზით. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ უძველესი ეკლესიები და მონასტრები, როგორიცაა იუნესკოს სიაში შეტანილი მცხეთა და გელათი, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი რელიგიური და არქიტექტურული მნიშვნელობისაა. ქვეყნის ცნობილი სტუმართმოყვარეობა ვრცელდება მის გასტრონომიულ სფეროშიც, სადაც ტრადიციული "სუფრა" წარმოაჩენს ადგილობრივი კერძებისა და ღვინოების უგემრიელეს ასორტიმენტს. 

 

ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვი განვითარებად ქვეყნებში

ტურიზმის ღირებულების ჯაჭვი მოიცავს აქტივობების სერიას მოგზაურობის დაგეგმვის საწყისი ეტაპებიდან ვიზიტის შემდგომ ფაზამდე. ძირითადი კომპონენტები მოიცავს ტრანსპორტირებას, განთავსებას, ატრაქციონებს, ტურებს, ტურისტულ სააგენტოებს და დამხმარე მომსახურებას, როგორიცაა კვება და გართობა. ტურიზმის ეკონომიკური ზეგავლენა სცილდება ტურისტული საქმიანობით მიღებულ პირდაპირ შემოსავალს. კარგად ფუნქციონირებადი ტურისტული ღირებულების ჯაჭვი ასტიმულირებს სამუშაო ადგილების შექმნას, მხარს უჭერს ადგილობრივ ბიზნესს და ხელს უწყობს დანიშნულების ქვეყნების მთლიან ეკონომიკურ განვითარებას.
იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ვითარება განსხვავებულია. ასეთ შემთხვევებში, ტურიზმის ღირებულების ჯაჭვი მნიშვნელოვნად სცილდება ეროვნულ საზღვრებს, რაც იწვევს შემოსავლების გადინებას. ტურიზმის ბენეფიტების მაქსიმალურად გამოსაყენებლად საჭიროა ღირებულებათა ჯაჭვის სივრცითი ოპტიმიზაცია და ადგილობრივი პროდუქტების მაქსიმალური ინტეგრაცია.

მხარდამჭერები

კვლევითი პროექტი  [PHDF-21-4839] მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  (SRNSFG) და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

აღმოაჩინე საქართველო

აღმოაჩინე უნიკალური

მდიდარი წარსულითა და კულტურით, მრავალფეროვანი ბუნებითა და გამორჩეული სამზარეულოთი, საქართველო იზიდავს ტურისტებს დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის.

გამომყევი
Copyright © 2024 Mariam Sharia